skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის პროპაგანდას გმობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისის ხეობაში ვაჰაბისტების არსებობის და მათ მიერ ვაჰაბიზმის იდეოლოგიის პროპაგანდის შესახებ განცხადებას აკეთებს და უშიშროების უწყების წარმომადგენლებისგან ამ ქმედების აღკვეთას მოითხოვს.


პრეზიდენტის განცხადებით, პანკისის ხეობის გარკვეული რაიონები ვაჰაბიზმის ცენტრად არის გადაქცეული. “ფაქტია იქ არსებობს ვაჰაბისტური სკოლები, მიმდინარეობს ვაჰაბიზმის პროპაგანდა.ყოველი ახალი ასეთი გამოვლინება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც უმკაცრესი ზომების გატარებით უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების სამინისტროში ახალი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წარდგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


იგი აფრთხილებს იმ პირებს, რომლებიც ვაჰაბიზმის პროპაგანდას ეწევიან, რომ მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. “ეს არის საქართველოს ტერიტორია და საქართველოს მოქალაქეები დაცული უნდა იყვნენ”, – დასძენს პრეზიდენტი.


საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად  არ გამორიცხავს შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლას. იგი კატეგორიულად მოითხოვს ქვეყნის საზღვრების დაცვას. მისი თქმით, შეიარაღებული ბანდების შემოსვლა დაუშვებელია, რადგანაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მშვიდობიან მოსახელობას.

This post is also available in: English Русский

Back to top button