skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში აფხაზურ სამხედრო წვრთნებს მიესალმება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მიესალმა რეგიონში 18-21 აპრილს განხორციელებულ ფართომასშტაბიან წვრთნებს და განაცხადა, რომ “სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს შეიარაღებულ ძალებს არა ომისათვის, არამედ აფხაზეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ 21 აპრილს.  


წვრთნებში 1500 ჯარისკაცმა და 3000-მდე რეზერვისტმა, მათ შორის საზღვაო, საჰაერო და სატანკო ბატალიონებმა მიიღეს მონაწილეობა.


“ჩვენმა რეზერვისტებმა და რეგულარულმა არმიამ კარგი საბრძოლო მზადყოფნა და საბრძოლო უნარ-ჩვევები გვიჩვენეს“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა 21 აპრილს.



 

This post is also available in: English Русский

Back to top button