skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მოსკოვს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 24 აპრილს მოსკოვს ეწვია, სადაც იგი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება და საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს განიხილავს.


გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბაზების გაყვანის ვადებზე, არამედ ამ პროცესის სხვა დეტალებზეც  შეთანხმება.


მოლაპარაკებების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტს.

This post is also available in: English Русский

Back to top button