skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა ცხინვალში ჩადის

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს და შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდება და ორი დღის წინ გაუჩინარებული ოთხი ქართველის საკითხს განიხილავს.


6 ივნისს ცხინვალში მყოფი ოთხი ქართველი დაიკარგა, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალურმა თბილისმა უკვე უწოდა ფაქტს “გატაცება“. სამძებრო ღონისძიებებს ქართველი და ოსი სამართალდამცავები აწარმოებენ.

This post is also available in: English Русский

Back to top button