skip to content
ახალი ამბები

დეპუტატზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დააპატიმრეს პიროვნება, რომელიც დეპუტატ თამაზ ყაჭეიშვილზე თავდასხმაში და მისი მანქანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. მერაბიშვილის თქმით, პოლიცია ვერ იბრუნებს მოპარულ მანქანას, რადგანაც ამჟამად იგი ცხინალში იმყოფება.


“მემარჯვენე ოპოზიციის” ფრაქციის წევრს, პარლამენტარ თამაზ ყაჭეიშვილს უცნობი შეიარაღებული პირები თავს 23 აგვისტოს თბილისში დაესხნენ. შემდეგ თავდამსხმელებმა იგი მცხეთაში წაიყვანეს, სადაც ხეზე მიაბეს და მანქანა წაართვეს.


27 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ყაჭეიშვილის მანქანა ცხინვალის მაცხოვრებელს მიხეილ ცხოვრებოვს ჰყავს.


“ცხოვრებოვი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. ჩვენ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. ამის თაობაზე ვაცნობეთ ჩვენს ოს კოლეგებს, მივაწოდეთ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია და მოვითხოვეთ ამ პიროვნების გადმოცემა“,– განაცხადა მერაბიშვილმა. მისი თქმით, ცხოვრებოვს მოპარული მანქანებით ვაჭრობაში ედება ბრალი.   

This post is also available in: English Русский

Back to top button