skip to content
ახალი ამბები

საქართველოში სავალუტო ფონდის მისია იმყოფება

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი 19 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის მიზანია “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა. მისიის შეფასებებზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხი. 
 
“შედეგები იქნება ძალიან დამაკმაყოფილებელი. ეროვნული ბანკის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შესრულებულია“, – განუცხადა 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა.

This post is also available in: English Русский

Back to top button