skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში სროლები დაფიქსირდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, დღეს დილის 8 საათზე ოსურ სოფელ ზარისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტს მსხვეპლი არ მოჰყოლია. 


ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ქართულ სოფელ კეხვიდან იქნა გახსნილი და სამხრეთ ოსეთის მხრიდან საპასუხო სროლის შემდეგ შეწყდა.


ქართულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

This post is also available in: English Русский

Back to top button