skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში კოკოითის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ითხოვენ

სამხრეთ ოსეთის უხუცესთა საბჭო დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების ინიციატივით გამოდის. 


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, უხუცესთა საბჭო საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების საკითხს იმ მიზნით აყენებენ, რომ შესაძლოა “ქართული მხარის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დაძაბვა“. 


უხუცესთა საბჭო ასევე დარწმუნებულია არჩევნებში ედუარდ კოკოითის გამარჯვებაში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდეტის არჩევნები წელს არის დაგეგმილი.

This post is also available in: English Русский

Back to top button