skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაღაფშს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 26 მარტს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


”შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში არსებული ვითარება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 27 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

This post is also available in: English Русский

Back to top button