skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილსა და სარკოზის შორის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ფრანგ კოლეგას ნიკოლას სარკოზის შორის კვირას არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა მარსელში, სადაც ორივე ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოსა და საფრანგეთის მორაგბეთა საკრები გუნდების შეხვედრას დაესწრო, იტყობინება ქართული მედია.


საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ფინალურ ეტაპზე საფრანგეთთან 64-7 წააგო.


სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს 2007 წლის ივნისში ესტუმრა და თავის ფრანგ კოლეგას შეხვდა.  

This post is also available in: English Русский

Back to top button