skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებმა უკრაინასა და ლატვიაში ახალ ელჩებს დაუჭირეს მხარი

პარლამენტმა დღეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მერაბ ანთაძე, ხოლო ლატვიაში  – კონსტანტინე კორკელია დაამტკიცა. 


მერაბ ანთაძე, რომელიც ელჩის თანამდებობაზე გრიგოლ ქათამაძეს შეცვლის, ივლისიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო.


კონსტანტინე კორკელია კი, რომელსაც 2005 წლიდან ეკავა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი აქვს მინიჭებული, პირველი ელჩი იქნება ლატვიის რესპუბლიკაში.

This post is also available in: English Русский

Back to top button