skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პარლამენტს საანგარიშო მოხსენებით მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიმართავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება, პლენარული სხდომები კი 10 თებერვლიდან დაიწყება.

”პარლამენტის პლენარული სხდომების დაწყების შემდეგ, ალბათ, პირველივე კვირაში პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში და გააკეთებს ანგარიშს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ხელისუფლების სამომავლო გეგმების შესახებ,”- განაცხადა ბაქრაძემ.

ბოლო საანგარიშო მოხსენებით პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში 2008 წლის 16 სექტემბერს წარდგა.

This post is also available in: English Русский

Back to top button