skip to content
ახალი ამბები

ბენდუქიძე კანცელარიის უფროსის პოსტზე მისმა მოადგილემ შეცვალა

მთავრობის კანცელარიის უფროსად 18 თებერვალს დავით კერესელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე კახა ბენდუქიძე შეცვალა.

დავით კერესელიძე ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო და იმავდროულად, კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

კანცელარიის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დანიშვნისთანავე თანამდებობიდან გაუშვა კახა ბენდუქიძე, რომელსაც ხშირად ხელისუფლების არაპოპულარულ სახედ მოიხსენიებენ და რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ ფიგურად აღიქმებოდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button