skip to content
ახალი ამბები

მედვედევმა სეპარატისტებთან საზღვრებზე შეთანხმებების ხელმოწერაზე განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განკარგულება გასცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან სასაზღვრო სფეროში ცალ-ცალკე ხელშეკრულებების ხელმოწერის თაობაზე, იტყობინება კრემლი.

გარდა ხელშეკრულებებისა ”სახელმწიფო საზღვრების დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ”, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმოსაწერია, მოსკოვი აპირებს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერასაც სეპარატისტულ რეგიონებთან. შეთანხმებები სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ითვალისწინებს რუსული სამხედრო ბაზების გრძელვადიან განთავსებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.  

This post is also available in: English Русский

Back to top button