skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ამჟამად არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობით.

”მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს თავშეკავებულად და პასუხისმგებლიანად,”- განაცხადა მან 7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ”როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ დაძაბულობის ესკალაცია არ არის საქართველოსა და მის მოქალაქეთა ინტერესებში”.

”მხარს ვუჭერ მათ, რათა ჩაერთონ დიალოგში და დაძებნონ მდგომარეობის განმუხტვის გზები და იღვაწონ იმისათვის, რათა მათ შორის არსებული უთანხმოებები გადაიჭრას დემოკრატიულად და დემოკრატიული ინსიტუტების მეშვეობით,”- აღნიშნა მან.

This post is also available in: English Русский

Back to top button