skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონებთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა

რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ 49 წლით ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების სამართლებრივ ასპექტებსაც მოიცავს, იტყობინებიან რუსული სააგენტოები 15 სექტემბერს.

შეთანხმებებს რუსული მხრიდან თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა, აფხაზურიდან – მისმა კოლეგამ მერაბ ქიშმარიამ, ხოლო სამხრეთ ოსური მხრიდან თავდაცვის მინისტრმა იური ტანაევმა მოაწერეს ხელი.

”ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენს სამინისტროებს შორის, უახლოეს პერიოდში კიდევ  მოეწერება ხელი რიგ შეთანხმებებს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ინტერფაქსი” იტყობინება, რომ რუსული სამხედრო ბაზების შტაბები განთავსდება გუდაუთაში და ცხინვალში, ხოლო პირადი შემადგენლობის რაოდენობა თითოეულ რეგიონში 1.7 ათასს რუს სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button