skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტობის ხუთი პრეტენდენტი

სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

არჩევნებში კერჭს იყრიან რეგიონის ამჟამინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი ბესლან ბუთბა, რომელიც ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერია, აფხაზეთის სახელმწიფო სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და მეცნიერი ვიტალი ბგანბა.

კანდიდატების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა და სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ნოემბრამდე ოფიციალურად უნდა დაარეგისტრიროს ისინი.    

This post is also available in: English Русский

Back to top button