skip to content
ახალი ამბები

მაკკეინი საქართველოს ეწვევა

10 იანვარს ბათუმს ორდღიანი ვიზიტით ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თანმხლებ სენატორებთან ჯონ ბარასოსა და ჯონ თუნთან ერთად ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

რესპუბლიკელ სენატორებს ბათუმში პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს.

მათი ვიზიტის "ძირითადი მიზანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 8 იანვრის ცნობაში. "მათი ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას."

This post is also available in: English Русский

Back to top button