skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა 36 პარტიას სურს

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 36-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო).

ამ პარტიებს შორის არ არიან ლებორისტები, ეროვნული ფორუმი და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. 

პარტიათა განაცხადების წარდგენის ვადა 3 აპრილს, 18 საათზე ამოიწურა.

ამ დროისათვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უკვე მისცა ირაკლი ალასანიას პარტიას ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებს; ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის; და  გია თორთლაძის დემოკრატიულ  პარტიას. 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 აპრილს იწურება. მხოლოდ იმ პარტიებს მოუწევთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი 30 ათასი ხელმოწერის შეტანა ცესკოში, რომელთაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ გააჩნდათ საარჩევნო რეგისტრაცია ან არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში.

პარტიების ნაწილმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, შესაძლოა შექმნან საარჩევნო ბლოკები, რაზეც მათ ცესკოს 17 აპრილამდე ოფიციალურად უნდა მიმართონ.

This post is also available in: English Русский

Back to top button