skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე რუმინეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 10-11 თებერვალს რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

საგარეო უწყების ცნობით, ვაშაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს რუმინეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან მირჩეა ჯოანასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თეოდორ ბაკონსკისთან.

This post is also available in: Русский

Back to top button