skip to content
ახალი ამბები

ლავროვი ცხინვალს და სოხუმს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირას ცხინვალს და სოხუმს ეწვევა, იტყობინებიან აფხაზური და სამხრეთ ოსური წყაროები.

ცხინვალში ლავროვი 25 აპრილს სეპარატისტული რეგიონის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდება, ხოლო 26 აპრილს იგი სოხუმში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება.

ლავროვი სოხუმს და ცხინვალს 2008 წლის სექტემბერში სტუმრობდა, მოსკოვის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე. ის სოხუმს 2009 წლის ოქტომბერშიც ეწვია.

This post is also available in: English Русский

Back to top button