skip to content
ახალი ამბები

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს ეწვევა 12–15 ივნისს დაგეგმილ სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.

შვედეთის საგარეო უწყების ცნობით, ტურნეს ფარგლებში კარლ ბილდტი თავის კოლეგებს შეხვდება და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე განახლებულ ინფორმაციას მიიღებს.

ბოლოს კარლ ბილდტი საქართველოს მარტის ბოლოს სტუმრობდა, ხოლო მაისში შვედეთში თავად უმასპინძლა ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button