skip to content
ახალი ამბები

ხაშურის კიდევ ოთხ უბანზე მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 14 ოქტომბერს ხაშურის ერთმანდატიანი ოლქის კიდევ ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად სულ ცხრა უბანზე ჩატარდება; ესენია: №1, №2, №3, №8, №9, №10, №13, №45 და №46  უბნები.

განმეორებითი კენჭისყრა 14 ოქტომბერს ასევე გაიმართება სიღნაღის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე და გორის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button