skip to content
ახალი ამბები

პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს სოჭში 15 აგვისტოს შეხვდა, როგორც კრემლის მოკლე პრესრელიზშია ნათქვამი, „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის“ განსახილველად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხი იმ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, რაც ივლისსა და აგვისტოში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა მიაყენა გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და სახლებს, იტყობინებიან კრემლი და აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური წარმომადგენელი. 

This post is also available in: English Русский

Back to top button