skip to content
ახალი ამბები

ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავის უკრაინელ კოლეგას იგორ ტენიუხს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს“, – იტყობინება თავდაცვის უწყება 3 მარტს სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ „მუდმივ კავშირზე იქნებიან“.

This post is also available in: English Русский

Back to top button