skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას ყოფილი ქართველი სამხედრო დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ საქართველოს მოქალაქე, 46 წლის დავით შარტავა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებში 2003-2006 წლებში მსახურობდა, უკრაინაში, დონეცკის რეგიონის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, დავით შარტავა 128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადის უფროსი სერჟანტი იყო. იგი „მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო ფორმირებების მიერ“ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

დავით შარტავა უკრაინის შეიარაღებულ ძალების ქართულ ლეგიონს უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე შეუერთდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button